როგორ უნდა დაძლიონ ბავშვებმა პრობლემები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში მშობლის სიტვას - ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში "7 რჩევა ფსიქოლოგისგან" ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.
როცა ბავშვისთვის არ არსებობს წესები, არ არსებობს „არა“, „არ შეიძლება“, ასეთი მიდგომის შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება კარგი და ცუდი ქცევის გამიჯვნა ერთმანეთისაგან. როცა არ არსებობს შეზღუდვები, ჩარჩოები ბავშვი ვერ სწავლობს ბარიერების გადალახვას, ბარიერის გადალახვა კი თავის მხრივ პიროვნულ ზრდას და განვითარებას იწვევს. ბავშვის უნარები არ ვითარდება, როცა მშობელი აგვარებს მის ყველა პრობლემას. მშობელი ხშირად თვითონ უწყობს ხელს მიუღებელ ქცევის განმტკიცებას, როცა ნებისმიერ „მინდას“ უკმაყოფილებს.