- მარტა ქარუმიძე
- 19 დეკემბერი, 2019
როცა ბავშვისთვის არ არსებობს წესები, არ არსებობს „არა“, „არ შეიძლება“, ასეთი მიდგომის შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება კარგი და ცუდი ქცევის გამიჯვნა ერთმანეთისაგან. როცა არ არსებობს შეზღუდვები, ჩარჩოები ბავშვი ვერ სწავლობს ბარიერების გადალახვას, ბარიერის გადალახვა კი თავის მხრივ პიროვნულ ზრდას და განვითარებას იწვევს. ბავშვის უნარები არ ვითარდება, როცა მშობელი აგვარებს მის ყველა პრობლემას. მშობელი ხშირად თვითონ უწყობს ხელს მიუღებელ ქცევის განმტკიცებას, როცა ნებისმიერ „მინდას“ უკმაყოფილებს.
