"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან მუშაობა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები იყოს და იმისათვის, რომ ჩვენი სერვისები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს" - აცხადებს ბარკალაია.
"ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ" - ამბობს აზარაშვილი.