ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში მსურველებს საინტერესო ლექციებსა და დისკუსიებზე დასწრების, ასევე, სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.