LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

627
თიბისი

თიბისი განათლების ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაში მიიღებს მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში მსურველებს საინტერესო ლექციებსა და დისკუსიებზე დასწრების, ასევე,  სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი თიბისის განათლების პროგრამების გაცნობა და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. თიბისის სტენდთან დეტალურად მოგიყვებით ჩვენი განათლების პროგრამის, IT აკადემიის და ახალი თაობის მხარდამჭერი სხვა პროექტების შესახებ. სტუდენტები სტუდენტური ბარათის აღებას ადგილზე შეძლებენ.

გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით ეწყობა და მასში ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური ინსტიტუტებიც მონაწილეობენ.

გამოფენა 6 და 7 ოქტომბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

მისამართი: ა. წერეთლის გამზირი #118. „ექსპო ჯორჯია“, პავილიონი #11.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები