„ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა – 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს“ – გარემოს ეროვნული სააგენტო
19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში დ მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ქ. ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას.
