"კეთილი ინებონ, აქ დაადგინონ წესები, რომლის ფარგლებშიც გარემოვაჭრეებს შიმშილისთვის კი არ გაწირავენ, არამედ ნორმალური წესების ფარგლებში, საშუალებას მისცემენ, ოჯახები არჩინონ" - აცხადებს ჩხარტიშვილი.
"მეორადები დამაქვს, რომ 1 ლარი და 50 თეთრი დამრჩეს, აგვყარეს და ზემოთ ბაზრობაზე, თავიანთი ბაზარი რომ არის, უნდათ რომ ხალხი იქ შეიყვანონ, რომ თვითონ დაძღნენ... იქ ვინ მოვა, მამაჩემი თუ დედაჩემი? მე აქ უნდა ვიდგე" - აცხადებს გარემოვაჭრე.
კალაძის თქმით, ამჯერად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს და გარე მოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე.