„ის ცნობილია თავისი ტექნო სცენით, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული და LGBTQ+ მოძრაობების წინსვლაში“. – ნათქვამია nightlife-ის სტატიაში.
„დინამო არენას საფეხბურთო სტადიონის სარდაფში მდებარე „ბასიანი“ თბილისის საკლუბო სცენის წამყვანი შუქია, რომელიც ბევრის თქმით, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.“
კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.