„მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში,“ - აღნიშნულია შსს-სგანცხადებაში.
„იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და იქ ადამიანების უსაფრთხოებას დაიცავს,“ - აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას, „ღირსების მარშის“ ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა.