მისი განცხადებით, „ტრაგიკულია, რომ გვყავს რეჟიმი, რომელმაც ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა“, ამიტომ ბოკერია მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, მისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.
აღნიშნულით ბოკერიამ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ მისი მხრიდან ეს ეროვნული ინტერესების ღალატის კიდევ ერთი დემონსტრაციაა.