LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას იმეორებდე?! 

152
ბოკერია და ღარიბა

„იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილს ეს ტრიბუნა მკვეთრი გზავნილისთვის გამოეყენებინა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, მან პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მცდარი განცხადებები გაახმოვანა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

აღნიშნულით ბოკერიამ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ მისი მხრიდან ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის კიდევ ერთი დემონსტრაციაა:

„ანუ, რუსეთი აპრიორი კი არ იყო აგრესიული, კი არ ერჩოდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და არ ცდილობდა ჩვენს განადგურებას, არამედ ჩვენ გავაღიზიანეთ, რადგან გვინდოდა NATO-სა და ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით, ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი - ჩვენ ვხედავთ შედეგებს“ – პრემიერი კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უპასუხა კითხვას, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი.  

ჩვენივე ისტორია და ყველა სხვა რუსეთის მეზობელი ქვეყნის ისტორია არის დასტური, პირველი აგრესიის დროს ცხინვალსა და აფხაზეთში საერთოდ არ იდგა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მაშინ რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ?

მოლდოვაში, რომელმაც ნეიტრალიტეტი ჩაწერა კონსტიტუციაში, რატომ განხორციელდა აგრესია დნესტრისპირეთში და რატომაა ჯერ კიდევ ოკუპაციის პრობლემა ამ რეგიონში?

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ომი და ესკალაცია გვქონდა, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა“ – ღარიბაშვილი

ასევე უკრაინის მთავრობამაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა პუტინის რეჟიმმა ზეწოლა მოახდინა იანუკოვიჩზე და ევროპასთან უვიზო მიმოსვლასა და ვაჭრობაზე ათქმევინა უარი“, – განაცხადა ბოკერიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერის ამ ქცევას ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს, რადგან ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი.

„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„ეს ფაქტებიც კი საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა სიცრუეა ეს და რატომ შეიძლება, თუ მოღალატე არ ხარ, რომ შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას.

„ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა“ – ღარიბაშვილი კითხვაზე, იყო თუ არა რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული

რატომ შეიძლება, რომ დასავლეთის მიერ წარსულში დაშვებულ მძიმე შეცდომებს იყენებდე არა იმისთვის, რომ იგივე შეცდომა აღარ დაუშვან და სწრაფად მიგვიღონ NATO-სა და ევროკავშირში, არამედ ამის ნაცვლად იძახდე, რომ მაშინ თქვენ ცუდად მოიქეცით და დღეს ნუ გვთხოვთ, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს რუსეთის წინააღმდეგო.

რატომ უნდა ამბობდე იმაზე, რაც რუსეთის აგრესიის გამო ხდება, რომ ვერცერთი მხრიდან, ვერც რუსეთის და ვერც დასავლეთის მხრიდან ვერ ვხედავთ ნაბიჯებს მშვიდობისთვისო, ანუ ბოროტება და სიკეთე ერთ ქვაბში მოხარშა.

იაგო ხვიჩია: შანსსაც, რომ ევროპაში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, დავკარგავთ – ერთადერთი სწორი გზა იქნება დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ

ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი, ეს არ არის უბრალო სიტყვა და როცა ასე იქცევა შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება“. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები