2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა. 9 აგვისტოს, ანწუხელიძე მოწინააღმდეგეებს ტყვედ ჩავარდა და წამების შემდეგ, ცემით მოკლეს.
„ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს - ლევანსა და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.