კაკაურიძის თქმით, დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 2023 წლის გადამუშავებული ვერსია განიხილეს, თუმცა ეს ვერსია ბიუჯეტის წინა პროექტისგან არ განსხვავდება.
„2023 წლის ბიუჯეტმა, პანდემიური და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული შოკების შემდეგ, ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა და იყოს მდგრადი ზრდის საფუძველი“, - ირაკლი კოვზანაძე.
“საპარტნიორო ფონდიდან მსხვილი კომპანიები, საქართველოს რკინიგზა და GOGC-ი გამოვლენ და ფონდი ეფექტური მენეჯმენტით შეძლებს ინვესტიციების მოზიდვას და ამ ინვესტიციების მართვას, რაც ფონდს აქვს", - კაკაურიძე/
წელს დაწყებული პროგრამაა და ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს გარკვეული მონიტორინგის სისტემის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ სამუშაოთი დაკავებულები და გამოირიცხოს ის, რომ ვიღაც ანაზღაურებას ტყუილად აიღებს - გიორგი კაკაურიძე.