„ხელისუფლების და საჯარო მოხელეების ცილისწამებით ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას, ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფვის“ - წერს ბრეგაძე.
"არ მჯერა იმ ადამიანის, რომელიც მეუბნება „ჩემთვის მიუღებელი იყო გირგვლიანის წამება, ხოლო სააკაშვილის წამება მისაღები“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
კითხვაზე, თუ დრამატულად განვითარდა მოვლენები რასაც ხელმომწერები არ გამორიცხავთ, როგორ აისახება ეს ქვეყნის იმიჯზე და ევროინტეგრაციის საკითხზე? - მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს „პირველ რიგში ჩვენს თვითშეფასებაზე აისახება“.