უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ პლატფორმაზე „ტიკ ტოკი“ ეხმაურება დების ქეთა და თათო ქარჩავების ვიდეოს, რომელშიც ერთ-ერთი და ამბობს, რომ ნინო წილოსანის მწვანე პიჯაკი უნდა შეიძინოს, რათა აქციაზე ჩაიცვას.
მანამდე ნინო წილოსანმა დაწერა: „ინსტაგრამ“ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და „ნაცების“ რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა“.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ინფორმაციით, პროკურატურას გიორგი ქებურიასთვის 36 815 ლარის გადახდა მოუწევს, აქედან მორალური ზიანისთვის განისაზღვრა 10 ათასი ლარი.