LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე

„მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!“ – გიორგი ვაშაძე

მისი თქმით, საქართველოს ევროპაში უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ეს გამოაქვეყნეს ევროპელებმა და ეს თქვა ევროკავშირის ელჩმა.

„ველოდები პასუხს საჯარო დებატებზე, თუ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ, თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას“ – გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „14 მილიარდი ევრო შეუძლიათ მოიზიდონ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განავითარონ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება და სოციალური მიმართულებები“.