LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე

„ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ 14 მილიარდს მოვიტანთ საქართველოში, „ქართული ოცნება“ ბლოკავს ამ 14 მილიარდს“ – გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დღეს ბლოკავს 14 მილიარდს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს.

გიორგი ვაშაძე: „მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ?“

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართა საზოგადოების კითხვებს უპასუხოს, თუ რატომ შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ასეთი რთული მდგომარეობა.

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია, ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს – დღეს მათი მხარდაჭერა 20%-ია“

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის, ერთიანობის, ოპოზიციის საერთო ფრონტის ეშინია და ამიტომაცაა, რომ „სიგიჟეებს საუბრობენ“.

„ჩვენი ერთიანობის გამარჯვება ნიშნავს აშშ-თან უვიზო მიმოსვლას, მეტ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომელსაც შემოვიყვანთ და ძლიერ საქართველოს, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ერთად“ – გიორგი ვაშაძე

მისი თქმით, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და სენატორებთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო კავშირის აღდგენა მოხდეს.

„თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!“ – გიორგი ვაშაძე

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რეალური პრობლემების მოგვარების მაგივრად, რუსეთის მხარდაჭერით საქართველოში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.