"გირჩი - მეტი თავისუფლება" ეხმაურება ანდრია ჯაღმაიძის მხრიდან ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების გადაბრალებას კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის.
"იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია" - აღნიშნულია მიმართვაში.