"ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო.
"ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
„შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მსოფლიოში სამხედრო და სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.