„ლეგენდები ხართ“, ასე ეხმიანება გადაცემის „გული მღერის“ მაყურებელი „შესანიშნავი შვიდეულის“ გამოჩენას გადაცემაში.
გალაკონცერტის თემა იყო „გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში“ და მასში მონაწილეობდა თეატრისა და კინოს ყველასათვის საყვარელი არაერთი წარმომადგენელი.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია დავით მაზანაშვილი, სცენარის ავტორი და წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე.
24 აგვისტოს გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.