LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აი მემკვიდრეობა! ბრავო ასეთი შვილობისთვის“ – კახა ცაბაძის ემოციური მიძღვნა მამას, ლეგენდარულ კომპოზიტორ გოგი ცაბაძეს

231
კახა ცაბაძე

გადაცემა „ღამის შოუს“ გასულ ეპიზოდს ლეგენდარულ კომპოზიტორ გოგი ცაბაძის შვილი, ასევე კომპოზიტორი კახა ცაბაძე სტუმრობდა.

კახა ცაბაძემ გადაცემაში გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისზე ისაუბრა – ღონისძიებას ფესტივალის სახე ექნება, ის ოთხ ქალაქში ჩატარდება, გოგი ცაბაძის დაბადების დღეს – 24 აგვისტოს კი კონცერტი ბათუმში გაიმართება.

გადაცემის დასასრულს, კახა ცაბაძემ გოგი ცაბაძეს სიმღერა მიუძღვნა.

„აი მემკვიდრეობა“, „ბრავო ასეთი შვილობისთვის“, „რა ტკბილი სიმღერაა“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები გადაცემის აღნიშნული ეპიზოდის ვიდეოს კომენტარებში.

🔸კახა ცაბაძე – გოგი ცაბაძეს #ღამისშოუ #აქიმედია

🔸კახა ცაბაძე – გოგი ცაბაძეს #ღამისშოუ #აქიმედია

Posted by ღამის შოუ • Night Show on ორშაბათი, 17 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები