იქიდან გამომდინარე, რომ არის საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.