გადაცემაში „დღის თემა“ მაჭარაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მსგავს გადაწყვეტილებას ევროპის ქვეყნებიც მიიღებენ.
მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მათ ამომრჩევლის უმრავლესობას რეალობის აღქმის უნარი არ დაუკარგავს.
დეპუტატის თქმით, არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქართველ ხალხს აქვს გამოტანილი ვერდიქტი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და სასჯელი უნდა მოიხადოს.
„ხალხის ძალის“ წევრის აზრით, საზოგადოება ლგბტ პროპაგანდისგან დასაცავია.