გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე რომლებმაც ამერიკის, ბულგარეთის, გერმანიის და ჩეხეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ემოციურ ვიდეო მიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს უზიარებენ.
„CAUCASUS CUP 2024“ - ზე წყვილმა კიდევ ერთი ულამაზესი ცეკვით მიიპყრო ჟიურისა და მაყურებლის ყურადღება და როგორც თავად აღნიშნავენ, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულეს.