“რუსული ჯარები ახლა იყენებენ ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიწას, როგორც პლატფორმას, რათა განახორციელონ საარტილერიო თავდასხმები უკრაინულ ძალებზე და ეს უგუნურია, ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი“ - აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევანი და ეს არის ყველა ქვეყნის ფუნდამენტური უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი გზა.