როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი კუპრაძემ კრწანისისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას ქალაქის მომავალი განვითარების ხედვა გააცნო.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის“ - თქვა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.
„არჩევანი არის ნათელი. 4 ოქტომბერს დილით, უნდა წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, მხარი დაუჭიროთ პროდასავლურ ოპოზიციას, უარი უთხრათ რუსულ რეჟიმს“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე.