LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გაფორმდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, წელს, 26 მაისის კონცეფციაა „თავისუფლების სიყვარულით“.

USAID-თან ჩვენმა ერთობლივმა კვლევამ აეროპორტების მიხედვით 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება გამოავლინა – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დევიდ ჰოფმანს უმასპინძლა.

ქუთაისიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის ელჩს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც Wizz Air ქუთაისის აეროპორტში ერთი წლის მანძილზე გააორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას“ – ირაკლი ქარქაშაძე

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მეოთხე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა.

Wizz Air წელს ქუთაისიდან 6 ახალ მიმართულებას ამატებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად Wizz Air-ის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.