„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?“ - ასე მიმართა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.
„კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტასები და გიჟმანტასები მწვალებელთა პარტიის მეგობრები არიან. ისინი არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველები, ქართველი ხალხის მეგობრები"- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.