LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა

„ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა… უსამართლობას არ გავუტარებთ“ – ზარქუა მაკრონს და შოლცს

„როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.

„ზემოდან წერილი რაც მოვა – „შპარგალკა“ ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? – გაერთიანდებიან… ანა დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას“ – ზარქუა „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებასა და ანა დოლიძეზე

„ლელო“და გახარია... ერთმანეთს აგინებდნენ. ერთი რას ეძახდა მეორეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თვითონ არც ერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ამ 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ? ძალიან ცდებით, ბატონო ჰერჩინსკი… 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა…“ – ზარქუა ევროკავშირის ელჩს

„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს. რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.