„პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ მიუღებლად მიიჩნია.“
აღნიშნულით იგი ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ შეაფასა და თქვა, რომ [ისინი] „ყოველწლიურად იკრიბებიან ადგილობრივი უსამშობლოები, აგენტურა და შემდეგ ზოგი ხელმოცარული დიპლომატი, ზოგი ევროპარლამენტს მიღმა დარჩენილი”.
„როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.