LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში – რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? – უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ იქ“

179
ირაკლი ზარქუა და სალომე ზურაბიშვილი

„მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში – რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი – მოდი, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნულით ზარქუა ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის, კონსოლიდაციის და გამარჯვების თვე და რიცხვი, ხოლო ცოტა ხანში პრეზიდენტს უსამშობლოებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს”.

„რაც შეეხება მადამ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ – რუსეთი ოკუპანტია, ხოლო მან თავისი იმ განცხადებებით, რაც თავის დროზე გააკეთა, მოგვიწია თავისმართლება საერთაშორისო სასამართლოში. ასე რომ მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში – რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ?

პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ მიუღებლად მიიჩნია. ძალით აგირჩიეთ ჩვენი ლიდერების ფოტოებით. ამის შემდეგ თავმოყვარე პრეზიდენტი, რომელსაც სინდისი და ღირსება გააჩნია, გადადგებოდა და იტყოდა.

მოდით, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში – 0. შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის შესახებ გსმენიათ, იცით, მაგრამ უტიფრად მაინც რადიკალებთან, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან იქონიეთ თქვენი საბოლოო პოლიტიკური ადგილსამყოფელი – ეს ხართ თქვენ.

უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ იქ. ასე რომ, 26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის, კონსოლიდაციის და გამარჯვების თვე და რიცხვი, ხოლო ცოტა ხანში თქვენც ამ უსამშობლოებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ”. – განაცხადა ზარქუამ.

„მოგვიახლოვდა გადაწყვეტილების დღე, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“ – პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა”. ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები