სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა როგორც კახა წიქარიშვილის სასამართლოში დანიშვნაზე განკარგულება, ასევე, პრეზიდენტს აეკრძალა 5 თვით ახალი კანდიდატის დანიშვნაც.
„პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს“.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ცნობით, 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.