რა იქნება იდეალური გამოსავალი წლის ბოლომდე რომ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი? – ივანე ჩხეიძე ეპიდვითარებაზე საუბრობს
ეს არ არის ტალღა, ეს არის მხოლოდ შემთხვევების მატება
ეს არ არის ტალღა, ეს არის მხოლოდ შემთხვევების მატება
„ჯანმო და არც ამერიკის დაავადებათა კონტროლი არ განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას როგორც უახლოეს მომავალში კარანტინის, ჩაკეტვების ან მნიშვნელოვანი მატების წინაპირობად", - აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.
„თუ თქვენ კორონავირუსს გადაიტანთ 4-5 თვის მანძილზე, გარკვეულწილად ხართ დაცული ხელმეორედ ინფიცირებისაგან, მაგრამ განსაკუთრებით ახალი ქვე-შტამი BA.5 შემთხვევაში, ეს დაცვითი ძალა, ძალიან სწრაფად კლებულობს", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შემოდგომაზე კორონავირუსით ინფიცირების პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს.
„პისიარი აღარ კეთდება, რეგულაციები ფაქტობრივად აღარ არსებობს. ადრე ხდებოდა კონტაქტების მოძიება და ახლა ეს აღარ ხდება. ამიტომ ეს ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა, თუ დაინფიცირდა“