"ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს "დელტა" შტამის დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა თავისუფალი საწოლების რაოდენობა" - აცხადებს ჩხაიძე.
მისივე განმარტებით, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას.
"არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს"