„თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს, რაღაც მოხდა,“- აღნიშნა მელაშვილმა.
საქმე ეხება 2005 წლის ოქმს, რომელიც ბაქოში გამართულ კომისიის შეხვედრას ასახავს და რომელსაც დიპლომატი, გელა დუმბაძე ესწრებოდა. დუმბაძე ერთ-ერთია მათგან, რომლის ხელმოწერაც ე.წ სადავო ოქმზეა.