პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს: ჯო ბაიდენი
"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ“
"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ“
ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია,რომ განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებიც მზად ვართ მივიღოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის საპასუხოდ.
რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა უკრაინამ - საგანგებო სხდომისა და სანქციებისკენ ევროპას მოუწოდებს მაკრონიც.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მალე გამოაცხადებს დამატებით ზომებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევის საპასუხოდ.