LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არ აპირებს შეჩერებას და მას კიევის ოკუპაციის გეგმა აქვს – ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

160
ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. მისი განმარტებით, ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს შეჩერებას და მას კიევის ოკუპაციის გეგმა აქვს.

„რუსეთმა მიითვისა რეგიონის დიდი ნაწილები და განალაგა სამხედრო ნაწილები გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე ეს უკრაინის საზღვრებითაა აღიარებული და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოს აღიარება. ეს არის დასაწყისი რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის, დაფუძნებული დუმის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვაპირებთ სანქციებზე საუბრის გაგრძელებას და გაცილებით ღრმად წასვლას ამ მიმართულებით.

არ არსებობს ქვეყნები, რომელთაც აქვთ უფლება წაართვან ტერიტორია მათ მეზობლებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ და ნატოს მოკავშირეებმა ბევრი განცხადება გავაკეთეთ პუტინის ბოლო პერიოდის განცხადებების წინააღმდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ის აღიარებს როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებს ლუგანსკს.

ჩვენ ვართ ძალიან ახლო კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან, და მზად ვართ ესკალაციის შესაწინააღმდეგებლად. პირველი სანქცია ეს არის ფინანსურ ინსტიტუციებზე, მეორე რუსეთის ვალზე რომელიც ვერ იქნება დაფინანსებული უცხოური წყაროებიდან. ხვალიდან იქნება სანქციები რუსეთის ლიდერებსა და მათ ოჯახის წევრებზე.

გერმანიასთან კონულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვა ამავდროულად, აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იმის გამო, რომ რუსეთის არმია დგას ბელარუსში, ჩვენ ვაწვდით კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას უკრაინას და ასევე სამივე ბალტიისპირეთის სახელმწიფოში ასევე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს თავს დავესხათ რუსეთს მაგრამ ჩვენ ვიცავთ ნატოს ტერიტორიას.

რუსეთი აპირებს არ შეჩერდეს გამოცხადებულზე და აქვს გეგმები გაცილებით უფრო დიდი ქალაქების ოკუპაციის, მათ შორის დედაქალაქი კიევის. მათ შორის პირველ რიგში ბელარუსიდან, ჩრდილოეთ ნაწილიდან რაკეტების დახმარებითაც კი. სამხრეთიდან, შავი ზღვიდან, წყალქვეშა გემებით. რაზე მეტყველებს ეს თუ არა იმაზე, რომ რუსეთს სურს ომის დაწყება, – აცხადებს ჯო ბაიდენი.