„საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო“ - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას, შესაძლოა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.