LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ევროკავშირის წევრი.. ბორელმა თქვა, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი EU-ს ღირებულებებს არ შეესაბამება“ – ზახაროვა

131
Untitled design (3)

ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გუშინდელ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აფასებს. 

ბორელის განცხადებაზე, რომ „კანონი ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან შეუსაბამოა და ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“ – ზახაროვა აღნიშნავს, რომ ახლა ცხადია, თუ რატომ არ არის აშშ ამ დრომდე ევროკავშირის წევრი:

„ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ამ დრომდე ევროკავშირში, იქ ეს კანონი 1938 წლიდან მოქმედებს“, – წერს მარია ზახაროვა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

ცნობისათვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას, შესაძლოა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

„კანონი მისი ამ ფორმით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებს, რაც ნეგატიურ შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობებზე“ – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ევროპარლამენტარი: ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს

პოპულალურები