„ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს“, – ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, ტეის როიტენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნულით გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ევროდეპუტატის განცხადებით, საქართველო ევროპაა და რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ ხმის მიცემაა.
„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე
ამ განცხადებით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველების მიერ გუშინდელი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ ინფორმაციას.
„რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის, დემოკრატიისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ხმის მიცემაა. საქართველო არის ევროპა. არა რუსულ კანონს!“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.
„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან
მომიტინგეების დასაშლელად შსს-მ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია შუაღამემდე გაგრძელდა.
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია