ინფორმაციისთვის, 15 ივნისს კაფე „მზიურმა“ გაავრცელა განცხადება, რომ შენობა აუქციონზე გადის. მათი ცნობით, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.
„მზიურს რომ ჩავუვლი ხოლმე, პირველი ანა გოგუაძე მახსენდება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩემთვის ანა არის ახალი მზიურის გამცოცხლებელი და შემოქმედი“