LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა

კუჭავას კანდიდატურას გუშინ მხარი ყოფილმა თანაგუნდელებმა არ დაუჭირეს, პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ღრმად მცდარია: შალვა პაპუაშვილი

"კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის ექვსი წინააღმდეგი, თუმცა, დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს ექვსი, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია."

პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეწვია

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

არა მარტო ნიკა მელია, არამედ ყველა ვისაც სურვილი აქვს, რომ საპყრობილე დატოვოს, გირაოს იხდის: კახა კუჭავა

"დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდება და ამნისტიის კანონზე ერთიანი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი.“

კუჭავას მხარი დავუჭირეთ, ვიმსჯელეთ და რადგან ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, ამიტომ ტყუილ შარს ხომ არ მოვდებთ ვინმეს: ალეკო ელისაშვილი

"ჩვენ ვიხსენებდით და ვერ გავიხსენეთ, ალბათ ვერც ვერავინ გაიხსენებს თუნდაც, ოპოზიციისადმი მის აგდებულ კომენტარებს, განცხადებებს, დამოკიდებულებას და ა.შ."

უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, დარწმუნებული ვარ, ხალხს იმედს არ გავუცრუებთ: კახა კუჭავა

"გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, უშინაარსო კრიტიკის ნაცვლად, იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირება გვჭირდება".