LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავას მხარი დავუჭირეთ, ვიმსჯელეთ და რადგან ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, ამიტომ ტყუილ შარს ხომ არ მოვდებთ ვინმეს: ალეკო ელისაშვილი

111
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის თანაგუნდელთან, ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, რადგან როგორც ელისაშვილმა თქვა, “ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვთ და რადგან ოპოზიციაში არიან, ვინმეს ტყუილ შარს ხომ არ მოსდებენ.”

ელისაშვილის განცხადებით, განსხვავებით ქართული პოლიტიკოსებისა და თუნდაც „ქართული ოცნების“ ლიდერების 99 პროცენტისგან, კახა კუჭავა ძალიან კორექტული ადამიანია.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ კუჭავას კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და რატომ – რაც არ მოგვწონდა და არ მოგვწონს ქართულ პოლიტიკაში, არის ყალბი წესები, ფარისევლობა, რომელიც არის დამკვიდრებული, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ, არაფერი არ უნდა მოგწონდეს და თუ შინაგანადაც ეთანხმები, მაშინაც კი, შარს უნდა ეძებდე.

86 ხმით ექვსის წინააღმდეგ – პარლამენტს ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჰყავს

პირადად ვიცნობთ კახა კუჭავას მეც და ლევან იოსელიანიც და ვიცნობთ მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას. განსხვავებით ქართული პოლიტიკოსების და თუნდაც „ქართული ოცნების“ ლიდერების 99 პროცენტისგან, ის არის ძალიან კორექტული ადამიანი. ჩვენ ვიხსენებდით და ვერ გავიხსენეთ, ალბათ ვერც ვერავინ გაიხსენებს თუნდაც, ოპოზიციისადმი მის აგდებულ კომენტარებს, განცხადებებს, დამოკიდებულებას და ა.შ.

შესაბამისად, როცა ჩვენ გავიგეთ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თალაკვაძეს ჩაანაცვლებდა კუჭავა, ჩვენ ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ რადგან ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს და რადგან ოპოზიციაში ვართ, ამიტომ ტყუილ შარს ხომ არ მოვდებთ ვინმეს. ჩვენ გვინდა ეს წესი დავამკვიდროთ პოლიტიკაში, რისიც გვჯერა, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ ხოლმე,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, დარწმუნებული ვარ, ხალხს იმედს არ გავუცრუებთ: კახა კუჭავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები