როგორც „ამერიკის ხმის“ ყოფილმა კორესპონდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა განიხილავდეს იმას, თუ კონკრეტულად რომელ პირებს უნდა დაუწესონ პერსონალური სანქციები.
„ცდილობდნენ, რომ აღნიშნული კანონი „რუსულ კანონად“ წარმოეჩინათ, მაგრამ არ გამოვიდა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა, რომელიც ევროპულობის და დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, იყოს იმის საწინააღმდეგო, რაც ევროპულ ღირებულებებთან არის კავშირში“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელს დღეს მოაწერენ. ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო.