„რუსული კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას“.
„უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფასადია - თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან!“ - აღნიშნულ მიმართვას სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ავრცელებს.
პოლიტიკოსი, დავით გამყრელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ქცევითა და განცხადებებით, აბსოლუტურ ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც გამოსავალი აღარ ჩანს.