"ველოდებით მთავრობის პასუხებს კითხვარის მეორე ნაწილზე. ჯერ არ ვიცი, როდის და როგორ დასრულდება ეს და ამიტომ ეს კითხვა მთავრობის წარმომადგენელს უნდა დაუსვათ." - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
უმრავლესობაში აღიარებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკურ მხარეს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თვლიან.