შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობაში 150-მდე მეხანძრე - მაშველი და 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა.
ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში 19 აგვისტოს გაჩნდა. ტყის მასივში ხანძრის რამდენიმე კერა გავრცელდა, თუმცა კონკრეტულად რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით უცნობია.