რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის არის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება.
პატარ-პატარა კერებია. თვითონ ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. მოსახლეობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს, თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა, ქარიშხალი არ ამოვარდა და უბედურება“ - აცხადებს შს მინისტრი.