"ის არის "ქართული ოცნების" პირადი პატიმარი. არ ვფიქრობ, რომ ამას ხელისუფლებისგან ოპოზიციისთვის, პირველ რიგში, თავად სააკაშვილისთვის სასიკეთო რეაგირება მოჰყვება" - აცხადებს სამნიძე.
სამნიძის თქმით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ორაზროვანი არ უნდა იყოს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მართალი უნდა იყოს, როგორც საკუთარ მოქალაქეებთან, ისე უკრაინასთანაც.
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ალტერნატიულ რეზოლუციას არ დააინიცირებს, რადგან მათთვის პრინციპული საკითხია, რომ მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას საყოველთაო მხარდაჭერა ჰქონდეს.