„ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება და ეს არის პირდაპირი დასტური, რაზეც ჩვენ ხელისუფლება არაერთგზის ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას.“
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაშინ როდესაც, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ფარცხალაძეს იცავთ, აქციების კანონი და კარვების აკრძალვა გიშველოთ?“ – მიმართა ხათუნა სამნიძემ ნინო წილოსანს.